სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობაში ოცამდე დევნილი შიმშილობს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_devnilebis-shimshiloba15.jpgაფხაზეთიდან დევნილები დღეს  აჭარა სამეგრელო– ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში შეიკრიბნენ და შემშილობა გამოაცხადეს,იძულებით ადგილნაცვალი პირები სლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძეს ჩამოსვლას ითხოვენ,მათი თქმით მინისტრის რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში იმყოფებოდა თუმცა მათ არ შეხვედრია და მხოლოდ მათ მიერვე შერჩეული ოჯახები მოინახულა.მოშიმშილეები მინისტრის ჩამოსვლამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.დევნილების თქმით ყველა მათგაი გაუსაძლის პირობებშ ცხოვრობს და დროულ დახმარებას საჭიროებენ,მათი განცხადებით მინისტრი პირადად უნდა ინტერესდებოდეს მათი პრობლემებით და საჭირო ზომებს იღებდეს.ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ეკა გულუას განცხადებით მინისტრი მართლაც სტუმრობდა რეგიონს თუმცა ერთდღიანი ვიზიტი ყველა დევნილთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდა. მისვე თქმით დავით დარახვლიძე ზუგდიდში ჩამოსვლას თვის ბოლომდე გეგმავს.დევნილების მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია,ისინი მინისტრის ჩამოსვლამდე შიმშლობის შეწყვეტას არ აპირებენ.


Нравится