წუხელ გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_bokeria-wiklauri.jpgწუხელ გვიან ღამით ინციდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი პოლიციის სამმართველოსთან მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პოლიციასთან მათი პარტიიდან საარჩევნო უბნის დამკვირვებლის დაკავების გამო მივიდნენ. როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია განმარტავს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ახალსოფლის საარჩევნო უბანში შეიჭრნენ  და კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ რის გამოც მოხდა ამ პიროვნებების დაკავება. ახალსოფელში მომხდარ ინციდენტს და კენჭისყრის ოთახში დაპირისპირებას უარყოფს ახალსოფლის N36-ე საარჩევნო უბანის ერთ-ერთი კომისიის წევრი ვინმე ალა წურწუმია. მისი განცხადებით არანაირი ხელის შემშლელი ფაქტები არ მომხდარა და ხმების დათვლის პროცედურამ ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა. წუხელ განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ თავად მოაწყო, რადგან მისივე განცხადებით კოალიციოა უბანზე არჩევნებს აგებდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მომხრეების დაპირისპირება წუხელ გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია


Нравится