საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ სამეგრელოში საარჩევნო პროცესი შეაფასა და ანაკლიის ინციდენტს გამოეხმაურა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_bokeria15.jpg„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო გარემოსა და მიმდინარე დარღვევებზე განცხადება გააკეთეს. ბოკერიას განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ანაკლიის საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლასაც გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის ოფისში მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ლიდერებმა ასევე  ის ვიდეო მასალა და ყალბი პირადობის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინეს რაც პარტიის დამკვირვებლების მიერ N80-ე უბანზე იქნა აღმოჩენილი.ერთიანი ‘ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები  მმართველ პარტიას მოუწოდეებენ თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან  რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში და დემოკრატიული პრინციპებით ჩაიაროს. 


 

Нравится