„ქართული ოცნება“ ანაკლიაში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_qvaraia15.jpgკოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დღეს ანაკლიის N32 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქვარაის განმარტებით, კოალიცია უარყოფს მომხდართან კავშირს და ამბობს, რომ კოალიციის წარმომადგენლები ფაქტს ემიჯნებიან, მისივე განცხადებით არჩევნების ჩაშლა არცერთი პარტიის ინტერესებში არ შედიოდა .„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედიასთან საუბარში კოალიციის მომხრეების მაღალ აქტივობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტები სწორედ ამ ფაქტმა შეაშფოთა.


 

Нравится