პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ანაკლიის N32-მე საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩაიშალა.

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_anaklia15.jpgანაკლიის N32 საარჩევნო უბანი დილის 10:00 საათიდან პარალიზებული იყო, პროცესი კი ჩაშლილი. საარჩევნო უბანი მას შემდეგ გაუქმდა რაც 2012 წლის იანვარში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები საარჩვნო უბანში გამოჩნდნენ და პროცესი ჩაშალეს. გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ დაამტვრია საარჩევნო ყუთი, დახია ბიულეტენები და დააზიანა ყველა ის ინვენტარი რაც საარჩევნო პროცედურებისთვის იყო აუცილებელი. ანაკლიის N32 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უბანზე რეგისტრაცია უნდა გაევლო სულ 1140 ამომრჩეველს, ინციდენტამდე კი უბანზე მხოლოდ 114 ბიულეტენი იყო ჩაგდებული. გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედის ცინარა აბულაძის განმარტებით შვილის საქმეზე გამოძიება თითქმის ერთი წელია დასრულებულია და ოჯახს არ ეუბნებიან სინამდვილეში რა მოხდა. მისივე განცხადებით პროტესტის ამ ფორმას ცრუ დაპირებების  გამო მიმართა. ანაკლიაში N32 უბანზე არჩევნების ჩაშლას და მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა. გუნავას განცხადებით ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღესვე „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის გაკეთებულ განცხადებას  და ანაკლიის ინციდენტში კოალიციის მონაწილეობა უარყო. ინციდენტი რომელიც დღეს ანაკლიაში დაფიქსირდა, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ საარჩევნო კომისის მუშაობაში ხელის შეშლას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე.


comments

ნოემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended