„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანია დაასრულა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_nacionalebi14.jpg„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კანდიდატებთან და მხარდამჭერებთან ერთად დარჩელის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს გიორგი ვაშაძემ კანდიდატები წარუდგინა და ძლიერი მუხტისთვის მადლობა გადაუხადა. ვაშაძე აცხადებს რომ 15 ივნისს გამარჯვებას მოსახლეობასთან ერთად იზეიმებს. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრა სოფელ კორცხელში დაიხურა, სადაც გიორგი ვაშაძემ სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ლაშხია, რაიონის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა და რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გელა თოლორაია წარადგინა. ვაშაძისგანმარტებით, ხელისუფლება ყველგანდაყველაფერში უუნარო და უმოქმედოა, რომელიცძალადობაზედაშურისძიებაზეცდილობსდაამყაროსსაარჩევნოკამპანია. გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აღმშენებლობის პროცესი დაიწყება და ამას მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს. გუნავა აცხადებს რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გაიმარჯვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა კორცხელში საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა.


 

 

Нравится