„ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსალოდნელი პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_ocnebis-brifingi14.jpgქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 15 ივნისს სერიოზულ პროვოკაციებზე საუბრობს. ამ საკითხზე დღეს შტაბმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურმა შტაბმა ზუგდიდში მოავლინა 100-კაციანი ჯგუფი, რომელიც „თავისუფალი ზონის“ სახელით ჟურნალისტურ საქმიანობას განახორციელებს და ცალკეულ უბნებზე დესტაბილიზაციას შეეცდება. შტაბის განცხადება ჟურნალისტებს შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ბრალდება უარყვეს. შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია აცხადებს, რომ წარმოუდგენელია არათუ „თავისუფალ ზონას“ არამედ სხვა რომელიმე ორგანიზაციას ყავდეს ამდენი ჟურნალისტი. ბრალდება აბსურდულია -აცხადებს დამენია.
„ქართული ოცნების“ შტაბი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, ხოლო  მედიას კი ობიექტურობისკენ.


Нравится