„ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ“ ამომრჩეველთან შეხვედრა დაასრულა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_burjanadze-kaxatshi.jpg„ბურჯანაძე – ერთიანიოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულეს. წინასაასრჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამაგააცნეს. გამგებლობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ამბობს რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში სოციალური პრობლემები მოგვარდება. ადგილობრივებს „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა რუსუდან პაჭკორიამ და გამგებლობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ  მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს. მზია ჯგუშია გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის აღორძინებას გეგმავს. ადგილობრივები ამბობენ რომ მოსწონთ კანდიდატების სამომავლო გეგმები და მხარს უჭერენ მათ. ამით „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატებმა საარჩევნო შეხვედრები დაასრულეს.


 

Нравится