ედიშერ თოლორაიამ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_edisheri-darchelshi.jpg„ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა გამართა. გამგებლობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სოფელში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ ყველა სოფელში თითქმის ერთი და იგივე პრობლემები აწუხებთ. ედიშერ თოლორაიამ დარჩელის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი გონელ ნაჭყებია წარუდგინა. ნაჭყებიამ აღნიშნა რომ კარგად იცნობს სოფლის პრობლემებს და გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებს. შეხვედრაზე მოსულმა ადგილობრივებმა კანდიდატს ნდობა გამოუცხადეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მოიწონეს.ამით ქართულმა ოცნებამ საარჩევნო აგიტაცია დაასრულა.


 

Нравится