„ქართული ოცნების“ შტაბი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_ocnebis-brifingi.jpg„ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო.  ჟურნალისტებს განცხადება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა მერაბ ქვარაიამ გააცნო. „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში დამარცხების აღიარება არ სურს და ამიტომაც  ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს ასახელებს.ქვარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. „ქართული ოცნების“ შტაბის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში გამოეხმაურნენ. შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია აცხადებს, რომ არანაირი პროვოკაცია მათი მხრიდან არ იგეგმება და 15 ივნისს „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს.მიუხედავად ზეწოლებისა ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ -აცხადებს დამენია.


 

Нравится