კახათის მაჟორიტარობის კანდიდატი აფხაზეთის მთავრობას დევნილთა ბარათების გამოყენებაში ადანაშაულებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_teona-devnilebi.jpg„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ აფხაზეთის მთავრობას დევნილთა ბარათების მოსალოდნელ გამოყენებაში ადანაშაულებს. აფაზეთის მთავრობა ფლობს მონაცემთა ბაზას, რომლის მიხედვითაც იმ დევნილთა საარჩევნო ბარათებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ვერ გადმოვლენ, გამოიყენებენ-ეს განცხადება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის კახათის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეონა ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრალდებებს პასუხობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია, რომელიც თეონა ქარდავას მიერ გაკეთებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს. ოთარ გოგოხიას განმარტებით ბარათების დარიგება მათ კომპეტენციაში არ შედის და ამისთვის კომისიები მუშაობენ.


 

Нравится