გამგებლობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა პლაკატების ჩამოხევაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_burjanadze13.jpg„ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს. გოგიტა ბიგვავამ დღეს ჟურნალისტებს ფოტოები წარუდგინა, სადაც ასახულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩამოხეული პლაკატები, რომელზეც გადაკრულია ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატები. ბიგვავა ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს მიზანმიმართული უკანონო ქმედებები.

„ქართული ოცნების“ შტაბში“ ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“  შტაბი კანონის ფარგლებში მოქმედებს. „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი ასევე მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები და განმარტებები გააკეთოს.


 

Нравится