„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ფაიფურში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_irakli-cicino.jpg„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. კანდიდატები ამჯერად ფაიფურში უნივერსიტეტის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. ადგილზე მისულ კანდიდატებს მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები დახვდნენ, რომლებიც ყურადღებას ითხოვენ. არასაპარალამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ღურწკაია ამბობს, რომ ზუგდიდში დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და დროულად საჭიროებენ ყურადღების მიქცევას.საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ციცინო შენგელია მოუწოდებს მერობის კანდიდატებს დაინტერესდნენ ამ ოჯახების მდგომარეობით და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმები შესაგროვებლად არ მოინახულონ ისინი. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ქალაქის ტერიტორიაზე საარჩევნო კამპანიის ფაგრლებში შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.


 

Нравится