„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერი კახა კუკავა სამეგრელოში შეხვედრებს მართავს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_kaxa-kukava.jpg„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ პარტიის ლიდერი კახა კუკავა დღეს დარჩელში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივებს შეხვდა.კუკავამ ამომრჩევლებს მაჯორიტარობის კანდიდატი მარიკა კოდუა წარუდგინა.შეხვედრის დაწყებამდე სოფელში ინციდენტი მოხდა. 21 წლის წინ მოკლული თემურ ნანავას ოჯახის წევრები მარიკა კოდუას კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ, რომელიც როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, მკვლელის ძმისშვილია და მამამისი სწორედ მკვლელს მფარველობს. ნანავას ოჯახის წევრების სკანდირებას: კოდუა მკვლელების დინასტიიდანაა, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრობის კანდიდატსა და გარდაცვლილის ქალიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.  ბეჟან გუნავას სოფლის მოსახლეობამ ადგილის დატოვება მოსთხოვა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების შეკვეთილია.პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ შემთხვევას ტრადიციოული გადმონაშთი უწოდა და აღნიშნა რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მაჟორიტარობვის კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა და მისი კანდიდატურა არ შეიცვლება. დარჩელის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა კოდუა ამბობს რომ კანდიდატურას არ მოიხსნის, რადგან მას თემურ ნანავას მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს.ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს რომ მარიკა კოდუა უღალატოდ გააკეთებს საქმეს და ხალხისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს.არასაპარალამენტო ოპოზიციის ლიდერი კახა კუკავა სამეგრელოს სხვა რაიონებშიც მართავს შეხვედრებს.


 

Нравится