კახი კალაძემ კანდიდატები წარადგინა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_kaladze.jpgკოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე რეგიონებში შეხვედრებს წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. კალაძე ზუგდიდის სპორტის სასახლეში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და კანდიდატები წარადგინა. კახი კალაძემ განაცხადა რომ ზუგდიდში აუცილებლად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და სწორედ აქედან იზეიმებენ გამარჯვებას. ქალაქის მერობის კანდიდატი ამბობს რომ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევის შედეგების მიხედვით დიდი პროცენტული მაჩვენებლით ლიდერობს ქართული ოცნება და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასთან მართავს.


 

Нравится