„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი ამჯერად ექკ. უბნის მოსახლეობას შეხვდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_jgushia10.jpg„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოს ხმის ლიდერმა ექკ უბანში წარადგინა. თენგიზ ჯგუშიამ აღნიშნა რომ მას კარგად ესმის ხალხის სატკივარი და აქ განსაკუთრებით გრძნობს მაჯისცემას, რადგან ეს მისი მშობლიური უბანია. ჯგუშიამ  უბნის მოსახლეობას მერობის კანდიდატი ირაკლი ღურწკაია და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ციცინო შენგელია წარუდგინა. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი მოსახლეობას 15 ივნისს არსებულის შეცვლისკენ მოუწოდებს.არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ღურწკაია ამბობს, რომ ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ  პრობლემების გარეშე იცხოვროს.ადგილობრივები ამბობენ, რომ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები მათთვის მისაღებია და სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“  მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.


 

Нравится