„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა ახალკახათის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_burjanadze09.jpg„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ახალკახათის მოსახლეობას შეხვდნენ. კანდიდატებმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს. გამგებლობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ამომრჩევლებს ინფრასრტუქტურისა და სოციალური პრობლემების საკითხებში დახმარებას შეპირდა იმ შემთხვევაში თუ მათი მხარდაჭერა იქნება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ის ძალაა, რომელიც უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებს და სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს მის კანდიდატს. „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი შეხვედრებს მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობს.


 

Нравится