უმრავლესობის წარმომადგენლები ზუგდიდელ ომის ვეტერანებს შეხვდნენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_narchemashvili.jpg"სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი და უმრავლესობის წევრია გია ჟორჟოლიანი დღეს შინაგან საქამეთა ყოფილ მინისტრთან კობა ნარჩემაშვილთან ერთდ ზუგდიდში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა. შეხვედრაზე გია ჟორჟოლიანმა კოალიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ადამიანები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე პრობლემით მიმართეს, მათ სახელმწიფოსგან  მეომრებისთვის ყოველთვიური პენსიის დაწესება მოითხოვეს.გია ჟორჟოლიანმა წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ   მეომართა მოთხოვნის შესახებ აუცილებლად დააუწყებს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს.


Нравится