დევნილთა ქსელის „სინერგიასა“ და ორგანიზაცია „სამეგრელო - მედეას“ ინიციატივით დევნილები მერობის კანდიდატებს შეხვდნენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_dcentr03.jpgდღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დევნილთა ქსელის „სენერგიას“ და ასოციაცია „სამეგრელო მედეას“ ინიციატივით ამომრჩევლები არცევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მერობის კანდიდატებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეები ძირითადად ზუგდიდში მცხოვრები იყვნენ, რომლებმაც მერობის კანდიდატების საარცევნო ნპროგრამა გააცნეს და მათთვის საინტერესო საკითხები პირადად მოისმინეს. თემები ძირითადად როგორც ზოგად საკითხებს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და აღმასრულებელ ხელისუფლების სხვა კომპეტენციებზე, ასევე უშუალოდ დევნილთათვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს.

შეხვედრის მიზანია დევნილებმა გამოიყენონ მოქოლაქეთა ჩართულობის კანონით გათვალისწინებული მექანიზმები და გაზარდონ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში. შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე დევნილებმა განაცხადეს, რომ კანდიდატებისგან მიღებულ ინფორმაციას იმ კოლექტიურ ცენტრებსა და დასახლებებს გააცნობე, რომლებსაც თავად წარმოადგენენ.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „სინერგია-დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მიერ, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საშუალებით. 


 

Нравится