„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ზუგდიდში სამგერელოს რეგიონის კანდიდატები წარადგინა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_burjanadze-zugdidshi.jpgწინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ზუგდიდში კოალიცია „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის “ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა. ნიკოსეული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს კოალიციის ლიდერმა  15 ივნისს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა და მხარდამჭერებს სამეგრელოს რეგიონში  მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა. კოალიცია „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან” ზუგდიდის  მერობისსთვის იურისტი რუსუდან პაჭკორია იბრძოლებს. პაჭკორიამ ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მათი პარტიის მუშაობა იქნება გამჭვივრვალე და სამართლიანი. კოალიციის წინა საარჩევნო შეხვედრაზე დღეს ასევე იმყოფებოდნენ „ერთიანი ოპოზიციის“ სხვა ლიდერები. ჯონდი ბაღათურიამ და გიორგი ახვლედიანმა მხარდამჭერებს ტრიბუნიდან მიმართა და გამარჯვება უსურვა.


Нравится