„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში ტოტალურ ზეწოლებზე საუბრობენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_temur-basilaia.jpgერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. „ნაციონალური მოძრაოობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ დღეს ადგილობრივ მედიასთან საუბარში საპარლამენტო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე ისაუბრა. ბასილაიას განცხადებით „ქართული ოცნების“ „ზონდერ“ ჯგუფები ღამის საათებში გადაადგილდებიან ავტომანქანებით და ანადგურებენ მათ საარჩვევნო პლაკატებს. მერობის კანდიდიდატის განმარტებით ზუგდიდის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე „ნციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებზე და თავმჯდომარეებზე ზეწოლა ხორციელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღესვე ბრიფინგზე  სამართალდამცავებს მიმართა და მიმდინარე პროცესებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში კი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.


Нравится