„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გრძელდება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_gogxia-sadgurshi02.jpg„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი გოგოხიამ და გიორგი თოდუამ ქუჯის მესხიასა და ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს ქალაქის განვითარების ხედვა გააცნეს. ირაკლი გოგოხიამ ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ იმ ამოცანების შესრულება რომელსაც „ქართული ოცნება“ მიზნად ისახავს, მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. კანდიდატები ამომრჩველებს პრიორიტეტებთან ერთად წელიწადნახევრის განმავლობაში გაკეთებულ პროექტებზეც ესაუბრნენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუა აცხადებს, რომ პროექტები ერთობლივად უნდა განხორციელედეს. „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.


Нравится