„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამეგრელოს მოსახლეობასთან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევიან.

სერგო რატიანი„გაჩერების შეჩერება“ - ამ სლოგანით  დაიწყეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და გამგებლობის კანდიდატმა სოფელ კახათში საარჩევნო შეხვედრა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს ძირითადი პრიორიტეტები გააცნეს, ისაუბრეს ზეწოლის ფაქტებზე და იმ ძირითად პრობლემებზე, რომლის მოგვარებასაც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. აქვე ყურადღება გამახვილდა ანაკლიისა და ლაზიკისშეჩერებულ პროექტებზე. ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა გამოკვეთილ პრობლემებზე საუბრობს, როგორიცაა დასაქმება და კრიმინალის ზრდა. ადგილობრივმა  მოსახლეობამ საკუთარი განწყობა და მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მიმართ ადგილზე დააფიქსირა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ზუგდიდში სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობენ და გამარჯვებაშიც დარწმუნებული არიან.


Нравится