ზურაბ ხარატიშვილი საარჩევნო კამპანიას სამეგრელოდან იწყებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_edp03.jpgპრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დღეს დაიწყო. ხარატიშვილი ამომრჩევლებს სამხატვრო გალერეაში შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლებს, ედპ-სდა „ევროპული დემოკრატების“ ლიდერებმა, ბაჩუკი ქარდავამ და პაატა დავითაიამ წარუდგინეს. ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანიის ზუგდიდიდან დაწყება შემთხვევითი არ არის, რადგან საქართველოს განვითარება სამეგრელოდან უნდა დაიწყოს. მისივე განმარტებით, ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენაა დამკვიდრებული, რასაც მათი პოლიტიკური სპექტრი უარყოფს. მან ასევე ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ისინი ცრუ და არარეალური დაპირებებისგან თავს იკავებენ. ედპ-ს და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერები, ბაჩუკი ქარდავასა და პაატადავითაიას განცხადებით, ზურაბ ხარატიშვილის მთავარი დამსახურება, ის არის რომ მან ბოლო საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩაატარა. ცნობისთვის, ედპ-სდა „ევროპული დემოკრატების“ ლიდერებმა, ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 30 აგვისტოს წარადგინეს.


 

Нравится