ცნობილია კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის იბრძოლებს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_farcvania.jpgსამოქალაქო მოძრაობა „სამშობლოს მაძიებლების“ თავმჯდომარე  ვახუშტი ფარცვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობლობაზე იყრის კენჭს, პროფესორმა ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა და განმარტა რომ იგი გამგებლის პოსტზე კენჭს „სახალხო პარტიის“ სახელით იყრის. ვახუშტი ფარცვანიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება. შეხვედრის დასასრულს სამოქალაქო მოძრაობა „სამშობლოს მაძიებლების“ თავმჯდომარემ კანდიდატის წარდგენის სავარაუდო თარიღად მაისის შუა რიცხვები დაასახელა, რის შემდეგადაც მან აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის  მზადებას დაიწყებს.


 

Нравится