„ქართული ოცნების“ ადგილობრივ კონფერენციას დღეს ზუგდიდში პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე დაესწრო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_kaxi-kaladze.jpgდღეს ე. ქ. კომბინატის კულტურის სახლში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. დელეგატთა უმრავლესობამ ხმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას მისცა. დღეს გამართულ ყრილობას, ქართული ოცნების პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრებოდა  და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ენერგეტიკის მინისტრის  განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ გასული არჩევნების მსგავსად, ამ არჩვნებზეც გამარჯვებას მოიპოვებს. კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და არნიშნა რომ პრეზიდენტისა და სხვა მთავრობის წევრების შეფასებებში ივანიშვილი გულწრფელი იყო. დღესვე იქნა დაკომპლექტებული ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური ბიურო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ფრანგული სკოლის დირექტორი კახაბერ ფარცვანია,მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია, ექიმი სლავა ბიგვავა,  პარტიის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა გოგია და ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარაია.


Нравится