„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის პოლიტ საბჭოს ხელმძღვანელად ლაშა დამენია დღე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_nacionalebi-24.jpg„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის პოლიტ საბჭოს ხელმძღვანელად ლაშა დამენია დღე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ასევე სრული შემადგენლობით იქნა არჩეული პოლიტ საბჭო 23 პირის შემადგენლობით.საბჭოს წევრების სრულ შემადგენლობას  588 დელეგატიდან 565-მა დაუჭირა მხარი.,ლაშა დამენიას კანდიდატურას მხარი 584- მა ადამიანმა დაუჭირა. კენჭის ყრის შედეგების მიხედვით ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრები გახდნენ;შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში ელეტროენერგია გაითიშა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარე ლაშა დამენიას პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის ამოკითხვა მობილური ტელეფონის შუქზე მოუხდა.შეკრებილებს ასევე მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ და მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატურა, ამჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა დამენია წარუდგინა.  გუნავამ  საკუთრ გამოსვლაშივე უკრაინელებს მაიდანზე დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.“ნაციონალური მოძრაობის” რაიონულ ყრილობას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ესწრებოდა. იგეგმებოდა ასევე სხვა უმცირესობის წევრების დასწრება თუმცა ისინი გიორგი ონიანის მხარდაჭერის მიზნით ზუგდიდში, რაიონული ორგანიზაციის ყრილობას ვერ დაესწრნენ. ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციისა და პოლიტიკური საბჭოს არჩევნები რამდენი საათი გაგრძელდა, შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკუარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხარდეს.


Нравится