ბაჩანა შენგელიას კითხვებმა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები გააღიზიანა

darcg30.jpgინციდენტი სოფელ დარჩელში - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილობრივებთან გიორგი შენგელიას შეხვედრაზე მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მივიდა, რომელმაც მერობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს გიორგი შენგელია, როგორც მერობის კანდიდატი  ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.რაზეც გიორგი შენგელიამ უპასუხა რომ ის ამ საქმეში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ამ საქმეს გამოიძიებს საქართველოს პროკურატურა. ბაჩანა შენგელიამ  ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენელს ლაშა გვასალიას კითხვით, იყო თუ არა იმ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მან თქვა, რომ უნდა გაიწიროს ერთი სკოლის  დირექტორი, რომ სხვებმა ისწავლონ ჭკუა. სწორედ ამ შეკითხვას მოყვა დაპირისპირება, რადგან ბაჩანა შენგელია მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს.ბაჩანა შენგელიას გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუაც დაუპირისპირდა. ბაჩანა შენეგელიას თქმით , ქართული ოცნების აქტივისტებმა დღეს მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლის მიზანიც მისი და მისი ოჯახი დისკრედიტაციაა.ქართული ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაშიც მათ გარდაცვლილი დირექტორის შვილი - ბაჩანა შენეგელია,  ეხმარება. „ქართულიოცნების“ შტაბის წევრებმა ბაჩანა შენგელიას ზურგი აქციეს და შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

Нравится