პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

"ქუჩაში გასვლის გვეშინია"- მოსახლეობა დაძაბულია, რაზეც "ქართული ოცნება" თვალს ხუჭავს

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_YACH-026.jpg„ქართული ოცნების“ ზუგდიდის  მერობის კანდიდატის  გიორგი შენგელიას შეხვედრა სოფელ კორცხელის მოსახლეობასთან. ადგილობრივები ბოლო დროს შექნილ კრიმინოგენურ ვითარებას აფასებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გასვლა დღითიდღე საშიში გახდა, რასაც ბოლოდროინდელი უამრავი ფაქტი ადასტურებს.

31.12.2018

2018 წლის მიწურულს, 31 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, ლენდოს’’ დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი წაიღო.  ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ილია გოგილავას ზუგდიდის მერიის ააიპ-ის კეთილმოწყობის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობდა, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

18.02.2019

2019 წლის 18 თებერვალს ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, შუადღისას, საქართველოს ბანკთან, ვალუტის გადამცველეი ჯიხური დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით,  უცნობმა თანხა მაშინ გაიტაცა, როცა ჯიხურში დოლარს ახურდავებდა.

 

02.03.2019

2 მარტს „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორები დააყაჩაღეს.   დაყაჩაღებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლიდან დღემდე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ომარ ხუხუა 2003 წლამდე პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.

 

04.03.2019

4 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის  თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა გაქურდეს. წაღებულია ქურთუკი და აკუმულატორი.

 

04.03.2019

4 მარტს ასევე  ზუგდიდში - “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში უცნობმა პირებმა გამყიდველს და კონსულტანტს სცემეს. შემთხვევა საჯვაროს უბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს ინვენტარი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაღაზიის პერსონალს.

06.03.2019

6 მარტს ზუგდიდში,დადვანის ქუჩაზე,მარკეტთან მდგარი თამუნა თოდუას კუთვნილი მანქანა გაძარცვეს. თვითმხილველების ინფორმაციით,მძარცველებმა ჩაამტვრიეს მანქანის საქარე მინა და გაიტაცეს ჩანთა-საბუთებით. წაღებულია  400 ლარამდე თანხა. ავტომანქანის მფლობელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას დეიდაშვილია.

 

 

 

 

31.03.2019

31 მარტს, იმ დროს, როცა შსს მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, მშენებარე ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებოდა, ქალაქის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

18.04.2019

18 აპრილს სისხლიანი გარჩევა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სოფელ გრიგოლიშში, მმართველი პარტიის შტაბში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის, ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებას გასროლა მოყვა.ინცინდენტი  შტაბიდან გასვლის შემდეგაც გაგრძელდა. მძიმედ არის დაჭრილი ალიკა ლაგვილავა, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც   ბეჟან გვაზავა.  კონფლიქტი თანაპარტიელებსა და თანასოფლელებს შორის სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.

 

24.04.2019

24 აპრილს ზუგდიდში სუპერმარკეტი "სან დეი" დააყაჩღეს.   წაღებულია 150 ლარი. ამ დროს მაღაზიაში მოლარის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.

 

ბოლო დროს განსაკუთრებით, მკვეთრად გაუარესებულ  კრიმინოგენულ  ვითარებას ეს ჩამონათვალიც ყოფნის. ფაქტები მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევებს ასახავს, გაცილეით საშიში და რთული ვითარებაა საქართველოს მასშტაბით.

 

 

comments

ნოემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended