გაერთიანებული ოპოზიცია -,,ქართული ოცნება" სხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს ზუგდიდში არეგისტრირებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_brif-025.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში მურთაზ ზოდელავამ  ბრიფინგი გამართა. მისი  განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, რომელიც საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ.ზოდელავას განცხადებით, ამ საქმეს კურირებს ზუგდიდის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექოტრის მოადგილე  ელისო ჩემია , ვიდეო მტკიცებულებები ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა. ზოდელავამ უკვე მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს და მოუწოდა გააკონტორლონ ვითარება ზუგდიდის იუსტიციის სახლში.გაერთიანებულ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ შტაბში უპასუხეს.შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალია თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის   აბსურდი.“ ისინი ვერცერთ მოქალაქეს ვერ შეუზღუდავენ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შეცვლის უფლებას. „- განაცხადა გვასალიამ. „ქართული ოცნების“ შტაბში დარწმუნებული არიან რომ გიორგი შენგელია უპირობო ლიდერია.ლაშა გვასალიას თქმით,  არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებით გიორგი შენგელიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  65%  უჭერს მხარს .

 

 

Нравится