პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ანა წითლიძესა და გიორგი პატარაიას ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

Share


b_400_300_16777215_00_images_sainformacio_nace-18.jpgდღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა წითლიძე და გიორგი პატარაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმნად ორივე პირი 166-ე და 173-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და მათ 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს ხედავს და სარეზოლუციო ნაწილი ადგილზევე გამოაქვეყნა.სხდომის დასრულების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებსთან განაცხადა, რომ აღნიშნული სიტუაცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ენმ-ს პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორი პატარაიამ აღნიშნა, რომ ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და საქმის გასაჩივრებას აპირებენ.
ზუგდიდის რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა შალვა ჭედიამ ჟურნლისტებთან საუბარში განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მტკიცებულება წარადგინა და შესაბამისად მოსამართლემაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გამომძიებელმა მურთაზ კვარაცხელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსთან გიორგი პატარაიასთან ერთად 11 აპრილს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და
173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ხვალ 19 აპრილს, ჩხეტიას სამამართლო პროცესი ზუდიდის რაიონულ სასამართლოში 12 საათზე გაიმართება.

 

comments

ნოემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended