გიორგი ჯანაშია ანი წითლიძეს ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ადანაშაულებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_janash-18.jpgდღეს ზუდიდის მთავარ პროკურატურასთან ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტმა გიორგი ჯანაშიამ, ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. მან ენმ- ს წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გარკვეული ფეისბუქ გვერდები ცდილობენ მისი მისამართით დეზინფორმაციის გავრცელებას. მან კონკრეტულად გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე ანი წითლიძეზე მიუთითა .ანი წითლიძე ჟურნალისტებთან მცირედი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ეს ხელწერა მისთვის ნაცნობია, თუ რა ხერხებითა და მეთოდებით იბრძვიან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქართული ოცნების აქტივისტები
როგორც ჯანაშია ამბობს, ის აპირებს სარჩელის შეტანას პროკურატურაში, ასევე მიმართავს სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმის დროული რეაგირებისთვის.

 

 

 

Нравится