ბაჩუკი ქარდავა -ეკლესიის მისამართზე ამომრჩევლები არიან დარეგისტრირებულები

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_qard-17.jpgგაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის  ბაჩუკი ქარდავას თქმით,  ,ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ეკლისიის მისამართზე ბაჩუკი ქარდავა -ეკლესიის მისამართზე ამომრჩევლები არიან დარეგისტრირებულები. ქარდავა ასევე აცხადებს, რომ  გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მეშვიდე უბანზე 50 - ით მეტი ამომრჩევლია, და ასევე, ამავე ქუჩაზე, ერთ- ერთ ოჯახში 11 ამომრჩეველით მეტია და დასძენს,რომ სწორედ ამ მეთოდებით მმართველი პარტია არჩევნებს აყალბებს. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ბოლო ოთხი არჩევნებია სიები არ შეცვლილა და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.მისთვის გაუგებარია, რატომ არის სიებში უზუსტობა. ზუგდიდის  მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება,ამ დროისთვის საოლქო- საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 11 კანდიდატია დარეგისტრირებული.

 

 

Нравится