სანდრა რულოვსი ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDRCES-16.jpgგაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად  დარეგისტრირდა. ცეესკოს მონაცემებით მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს; ზემოაღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია.საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოსულ,მერობის კანდიდატს  მოქალაქე დახვდა რომელმაც სანდრა რულოვსის ზუგდიდში ყოფნა გააპროტესტა.სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია როგორც თვითონ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ხელისუფლების მხრიდან არაერთი პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობს .მერობის კანდიდატი  სანდრა რულოვსი მოსახლოებას ყოველდღიურად სოფლებსა და სხვადასხვა უბანში ხვდება და გააგრძელებს შეხვედრებს , სადაც ადგილობრივებს საკუთარ პროგრამას გააცნობს. 

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

 

 

Нравится