თენგიზ ჯგუშია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUSH16.jpg,,სამეგრელოს ხმის’’ლიდერი თენგიზ ჯგუშია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მერობის კანდიდატის თქმით მასიურად ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. საჯარო სექტორში დასაქმებულები ზეწოლისა და შიშის ქვეშ არიან.

ბრიფინგის დაწყებამდე თენგიზ ჯგუშიას და მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.  „ქართული ოცნების“ კოორდინატორს  ზეზე ქირიას  მერობის კანდიდატმა  მოსყიდული და გაუნათლებელი უწოდა,რამაც მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია. ურთიერთ ბრალდების ფონზე დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

თენგიზ ჯგუშია 19 მაისის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატია

 

 

Нравится