„მმართველი გუნდი დარწმუნებულია , რომ დამარცხდება“- სანდრა რულოვსი

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDBR-12.jpgგაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გუშინდელ ინციდენტს ეხმიანება. ის მოუწოდებს სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ერთ-ერთი დაკავებული მანუჩარ ჩხეტია. რულოვსის თქმით, საარჩევნო კაპმანიას ოპოზიცია მშვიდ ვითარებაში ატარებს და ასეთივე დამოკიდებულებას ითხოვენ მმართველი პარტიიდანაც. სანდრა რულოვსმა მიმართა  საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი მიადევნონ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. მისი თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია , რომ დამარცხდება, სწორედ ამიტომ მიდიან პროვოკაციაზე. სანდრა რულოვსის თქმით, უმჯობესია სამართალდამცველებმა საოკუპაციო ხაზი გააკონტროლონ, თუმცა ნაცვლად ამისა, ისინი მის წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებული.ნარაზენის ინციდენტის დროს ენმ-ს წევრები - ანი წითლიძე,  გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

 

 

Нравится