პოლიტიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ოპოზიციამ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის ფოტოვიდეო მტკიცებულებები წარადგინა

Share


b_400_300_16777215_00_images_sainformacio_NACBR-12.jpgგაერთიანებულმა ოპოზიციამ  გაასაჯაროვა ფოტო მტკიცებულებები და ვიდეოკადრები რომლითაც დგინდება, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ და ამ პროცესს ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია ხელმძღვანელობდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა და ვიდეოკამერით იმ მანქანის გადაღება დაიწყო, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ სმს შეტყობინებით დადასტურდა, ის რასაც სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შეშინებული ხელისუფლება ზუგდიდში ოპოზიური კანდიდატის დევნისთვის ყველა მეთოდს იყენებს.გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“  პროვოკაციად აფასებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას  განმარტებით, ის პირები ვინც ენმ-ს ლიდერების თქმით მათზე თვალთვალს აწარმოებდა , „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, თუმცა შესაძლოა იყვნენ მხარდამჭერები.ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია კი დღეს გაათავისუფლეს .„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს., "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებაში, ზუგდიდის პოლიციის უფროსი პირადად მონაწილეობდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს უშუალოდ ირაკლი ფაცაცია ოპოზიციის წევრებს.

 

 

comments

აპილი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended