ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დღეს ჭითაწყარში იმყოფებოდა. კანდიდატი იქ ჯემალ ფანცულაიას ესტუმრა, რომელიც მეფრინველეობის ყოფილი ფაბრიკის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა, მას შემდეგ ბოლო სართულების მაცხოვრებლებს წვიმის დროს სახლში წყალი ჩასდით. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პირდებიან პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობას აღარ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს. ჭითაწყარში გზის პრობლემაც აწუხებთ, კანდიდატთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა ეს პრობლემაც საკითხიც განიხილეს.