დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მე ვიწყებ განსაკუთრებულ, მწვავე რეჟიმში დაპირისპირებას- თენგიზ ჯგუშია

JGUSH-09.jpg9 აპრილმა დასაბამი მისცა სრულიად ახალ ეპოქას და სწორედ ამ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მე ვიწყებ განსაკუთრებულ, მწვავე რეჟიმში დაპირისპირებას „ქართულ ოცნებასთან“  ზუგდიდში მათ მიერ გამეფებული მონობის გამო“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებში ბევრ ფულს ხარჯავს, რაც მიუღებელია. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყო და გზის სხვა ნმხარეს, „ქართული ოცნების“ მერბის კანდიდატის გეგა შენგელიას ბანერთან გადაინაცვლა, თენგიზ ჯგუშიას თქმით, მას დაგეგმილი ქონდა რომ წარწერები დაეტოვებინა პლაკატზე, ამისთვის    კიბე და ფლომასტები მოიტანა. თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.ჯგუშიამ  ბანერს ორჯერ ესროლა ფერადი ქაღალდების კოლოფი.

 

 

Нравится