ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_OCNEB-09.jpgზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა, საზოგადოებამ, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა პარტია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან გიორგი შენგელიამ.  მათ ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და  ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს, ხოლო ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

 

 

Нравится