გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.საუბარია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე, სადაც აპლიკანტები კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. თუმცა როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, კონკურსი არ ტარდება და კომისიის წევრებს პირდაპირ ნიშნავენ. საუბნო საარჩევნო კომისიებში ე.წ. დამოუკიდებელი  კომისიის წევრები ქართული ოქცნების აქტივისტები არიან და მათი შეკრება და ოლქში გამოშვება მოხდა ქართული ოცნების შტაბიდან . ეს არის სერიოზული დანაშაული. სწორედ ეს არის გაყალბება- აცხადებს ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელი

Нравится