სანდრა რულოვსი და მალხაზ მაჩალიკაშვილი შამგონაში იმყოფებოდნენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SHAMG-08.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა, მასთან ერთად ოჯახის მიმართ თანადგომა გამოხატა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. გელა როსტობაია რამდენიმე დღის რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მსგავსი ფაქტები ხშირია. ადგილობრივები დაუცველობის გამო წუხან და ამბობენ, რომ მათი პრობლებით ხელისუფლება არ ინტერესდება და არც დაპირების სჯერათ.სანდრა რულოვსი  რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად იმ მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც გელა როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს სანდრა რულოვსმა  რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა. სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო ტრიბუნებიდან სულ უფრო ნაკლებად ისმის ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დაუცველს გვხდის რუსეთის წინაშე.

 

 

Нравится