„სწორედ ახლაა ცვლილებების, ბიუჯეტის სწორად გადანაწილებისა და ხალხზე ზრუნვის დრო“- სანდრა რულოვსი

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDR-05.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა ელისაბედ  რულოვსი ესწრებოდა. მან  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სწორედ ახლაა ცვლილებების დრო, ბიუჯეტის სწორი გადანაწილებისა და ხალხზე ზრუნვის დრო. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს კითხვა დაუსვეს ზვიად გამსახურდიაზე,  დღესაც ფიქრობს თუ არა რომ ზვიად გამსახურდიამ სამეგრელოში ბანდიტური დაჯგუფება შექმნა, რომლის შესახებაც საკუთარ წიგნში დაწერა, სანდრა რულოვსმა  უპასუხა რომ, ეს  არის  მისი  ავტობიუგრაფიული წიგნი და ეს არ არის სამეცნიერო ნაშრომი. საუბარია წიგნზე „იდეალისტის ნაამბობი“. გაერთიანებული ოპოზიცია სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს. ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

 

Нравится