სანდრა რულოვსმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიარა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SANDR-003.jpgგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდა ელისაბედ რულოვსი ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა. კანდიდატმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს, ის უკვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები გახდა. გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში მერობის კანდიდატს ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს. ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

 

 

Нравится