„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია თბილისში ზუგდიდელი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgu-010.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია თბილისში   საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ზუგდიდში არიან რეგისტრირებული, თუმცა ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, განცხადებით მიმართავს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს თავმჯდომარეს, განიხილონ ეს ინიციატივა და გაითვალისწინონ მოქალაქეთა საჭიროებები. თავის მხრივ თენგიზ ჯგუშიას ინიციატივას გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველს ხმის კიცემის უფლება აქვს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. თუმცა მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადებით შემოსვლის შემთხვევაში ცესკოსთან შუამდგომლობას დააყენებს.

 

 

Нравится