თენგიზ ჯგუშია გამარჯვების შემთხვევაში თვითმმართველობის განვითარების ფედერალურ ფონდს შექმნის

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_JGUS-31.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თვოთმმართველობის განვითარების ახალ მოდელს შექმნის. თენგიზ ჯგუშიამ ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ შეიქმნება საქართველოს თვითმმართველობის  ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდი და ცენტრი, რომლის სამოდელო ქალაქი გახდება ზუგდიდი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა და ეს ფონდი მოემსახურება სრულიად საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.მისი თქმით, ფონდი როტაციის პრინციპით გადავა სხვადასხვა ქალაქშიც. თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მისი თქმით, ის ხვალ რეგისტრირდება, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი

 

Нравится