ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღნიშნეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_GAMSDA-31.jpgდღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი  80 წლის გახდებოდა. გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა.საქართველოს პირველის პრეზიდენტის იუბილეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა. ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდს მშენებარე ტაძარში შსს მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესრწო. ასევე მინისტრმა ყვავილებით შეამკო პირველი პრეზიდენტის ძეგლი და დაესწრო ფოტოგამოფენასზუგდიდში მყოფმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც სამეგრელოსთვის, -  გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

 

 

Нравится