თენგიზ ჯგუშია ქალაქის გზებზე არსებული ვითარების გამო პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgush-026.jpg„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და ერთ-ერთ მაგალითად გზებზე არსებული ვითარება მოყავს. ჯგუშიამ ამჯერად როგორც თვითონ განაცხადა, თამარ მეფის ქუჩით დაიწყო და ყველა ქუჩას მიადგება. მან ადგილობრივ ხელისუფლებას  პრობლემების ერთ თვეში მოგვარებისკენ მოუწოდა. ასევე მის წინასაარჩევნო აქტივობებს „ნარცისების რევოლუცია“ უწოდა. ჯგუშია  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსა და მგზავრებს გაესაუბრა. თენგიზ ჯგუშია აცხდებს, რომ მისი პროგრამის წარდგენა მალე მოხდება და ის მოიცავს მისი თქმით, სწორ დაგეგმარებასა და მომჭირნეობას. თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს მერიაში უპასუხეს.ტენდერი გამოცხადდა  ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის 2 100 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.- აცხადებენ მერიაში

 

 

Нравится