საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ედიტა კოდუა განხორციელებულ პროექტებზე მონიტორინგს ითხოვს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_SAKREB-02.jpgსაკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ედიტა კოდუა განხორციელებულ პროექტებზე მონიტორინგს ითხოვს. დეპუტატმა საკუთარი პოზიცია საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირა და განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა როგორც საკრებულოს წევრი ამბობს, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ედიტა კოდუა საუბრობს, ნარაზენში წყალსაქაჩს ეხება, რომელიც 2 წელია უფუნქციოდაა.საკრებულოს წევრი ასევე სოფელში გზის რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხო, მისი თქმით, გზის საფარი უხარისხოდაა დაგებული, ხოლო პასუხიმგებელი პირი არავინაა.საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. ჩხოროწყუელმა მეღვინემ და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ცირდავამ საკრებულოს დეპუტატებს შესთავაზა, რომ კოლხური ქალღვთაების ქანდაკებას სახელად „კოლხიშ ნანა“ დაერქვას. რადგან ეს სახელწოდება მეგრული ვაზის ჯიშებისა თუ ღვინის პოპულარიზაციისთვის საინტერესო იქნება. ასევე ცაცხვში თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერის პროექტირებისთვის თანხის გამოყოფა მოითხოვეს.

 

Нравится