„საუკუნის მნიშვნელობის ანაკლიის პორტის მშენებლობა საფრთხეშია“- თენგიზ ჯგუშია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_jgushh-27.jpg„დღეს საუკუნის მნიშვნელობის  ანაკლიის პორტის მშენებლობა საფრთხეშია, 2,5 მილიარდიანი ინვესტიცია საფრთხეშია“- განაცხადა “სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, რომელმაც  ანაკლიაში საგანგებო ბრიფინგი გამართა.”გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული კორუმპირებული კომპანიები აპირებენ ამ პორტის შესყიდვას. “-განაცხადა თენგიზ  ჯგუშიამ. მან ასევე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს მშენებლობაზე.„ახლა ამ კომპანიის შემოყვანით საფრთხეს უქმნის ანაკლიის პორტის მშენებლობას, ის რეკრეაციულ ზონას  გვართმევენ, აქ პორტის მშენებლობას აჩერებენ...შორს ხელები ანაკლიიდან, შორს ხელები ზუგდიდიდან“- განაცხადა ჯგუშიამ. „მაჟორიტარი ეკითხება ინფრასტრუქტურის მინისტრს, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტსო..ვინ კითხავს ცქიტიშვილის, ან ბახტაძეს და ან კიდევ სხვას ანაკლიის პორტის ამბებს, როცა კოლბის შუშებიან სასახლეში, ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს“- აცხადებს თენგიზ ჯგუშია.

 

Нравится